ბიძინა ივანიშვილმა, არა მხოლოდ ქვეყნისთვის , არამედ
ბევრი განვითარებული, ევროპული სახელმწიფოსთვის
უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა, – ამის შესახებ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი
სოციალურ ქსელზე წერს. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა
უმოკლეს დროში შეძლო
ავტოკრატული მმართველობის დამარცხება.
“ფაქტია, რომ დღეს საქართველო ყველაზე ახლოს არის
ევროპასთან და ევროატლანტიკურ ზონაში ინტეგრაციასთან,
რაც პირველ რიგში, მის მიერ დაწყებული რეფორმების
დამსახურებაა.”-წერს იონათამიშვილი.
გარდა ამისა, როგორც პარლამენტარი აცხადებს, 2020 წლის
საპარლამენტო არჩევნებმა ნათლად აჩვენა, რომ “ქართული
ოცნება” არის პარტია, რომელმაც შეძლო განახლება და
განვითარება.
“ჩვენ გვაქვს მყარი ერთობა და კიდევ უფრო მეტი
პასუხისმგებლობით გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის
სამსახურში ყოფნას“, – აღნიშნავს იონათამიშვილი.
დისკუსია სტატიის შესახებ