fbpx
fm.ge
No Result
View All Result
Free Media
#თავისუფალიმედია #სიმართლე
  • მთავარი
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • სამართალი
  • საინტერესოა
  • კოვიდ 19
  • მსოფლიო
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • სამართალი
  • საინტერესოა
  • კოვიდ 19
  • მსოფლიო
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Free Media
No Result
View All Result
მთავარი სამართალი

ნიკა მელია დააკავეს

by Givi Nikuradze
თებერვალი 23, 2021
in სამართალი
A A
ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერდა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს. ის პარტიის ოფისიდან სპეცრაზმმა გამოიყვანა. ნიკა მელია მას შემდეგ დააკავეს, რაც სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი იქ მყოფი ადამიანებისგან თითქმის დაცალეს. დარჩენილი იყო ერთი ოთახი, სადაც ნიკა მელია, ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი, რამდენი ათეული მხარდამჭერი და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ.

ნიკა მელიას ედავებიან ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას. საქმე ეხება 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს. მაშინ აქციაზე ნიკა მელიამ იქ შეკრებილ ადამიანებს მიმართა, რომ მათი ადგილი პარლამენტს გარეთ არ იყო და ისინი პარლამენტის შენობაში უნდა ყოფილიყვნენ. ამის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და იქ შეკრებილები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.

fm.ge

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკა მელიას აღკვეთის სახით 30000-ლარიანი გირაო შეეფარდა, მაშინ პარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი პირველად მოუხსნა და სასამართლოს განჩინება აღსრულდა. მან პირველ ჯერზე გადაიხადა 30000 ლარი, თუმცა მას შემდეგ რაც, 2020 წლის 1-ელ ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა, გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთხელ მიმართა სასამართლოს, რათა ნიკა მელიას გირაოს სახით 100 000 ლარი შეფარდებოდა, თუმცა სასამართლომ 40 000 ლარი განუსაზღვრა, რომელიც მან არ გადაიხადა.

გაზიარება

დაკავშირებული სტატია

მამის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ბრალი წარუდგინეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს

მარტი 2, 2021
59
სამეგრელოში ოჯახში ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

თებერვალი 26, 2021
63

შსს „ნაცმოძრაობას“ და მის მხარდამჭერებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და ხელი არ შეუშალონ პოლიციას სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში

თებერვალი 18, 2021
66

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შსს-ს წარმომადგენლები მივიდნენ

თებერვალი 18, 2021
70

სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თებერვალი 17, 2021
65

სამართალდამცავებმა ბარი “ჯაფარასთან” დალუქეს

თებერვალი 15, 2021
64
Next Post
“კოვიდ-19”-ის ახალი შტამი მსოფლიოში განგაშს იწვევს

ბოლო 24 საათში საქართველოში 6 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

დისკუსია სტატიის შესახებ

FM.ge

#თავისუფალიმედია #სიმართლე

გვერდები

  • ბანერი
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ

კატეგორიები

  • ეკონომიკა
  • კოვიდ 19
  • კულტურა
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • ყველა სიახლე

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

12+

Powered By My Software © 2020 FM.GE - All rights reserved

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • სამართალი
  • საინტერესოა
  • კოვიდ 19
  • მსოფლიო
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 FM.GE - All rights reserved