შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მივიდნენ. გამომძიებლებმა ნიკა მელიას მხარდამჭერებს შენობის შესასვლელის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს და განმარტეს, რომ სასამართლოს განჩინების აღსასრულებლად კანონით გათვალისწინებით ზომებს მიმართავენ.
მათ ნიკა მელიასთვის სასამართლოს განჩინების გადაცემა სურდათ. გამომძიებლებს „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის ადვოკატები დახვდნენ და მოსთხოვეს, რომ თუ რამე აქვთ ჩასაბარებელი მელიასთვის, მათ გადასცენ. მას შემდეგ რაც ოფისში შეკრებილებმა სამართალდამცველები ოფისში არ შეუშვეს, მათ ტერიტორია დატოვეს და აღნიშნეს, რომ აღსრულების პროცესში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველაზე ზომა, უფრო ვრცელი განცხადება კი მოგვიანებით გაკეთდება.
დისკუსია სტატიის შესახებ