თბილისობის დღესასწაულის იდეა თენგიზ მენთეშაშვილს ეკუთვნის. ის ქალაქკომის პირველი მდივანი გახლდათ.
თბილისის ძველი უბნების რესტავრაციასთან დაკავშირებით, ერთ-ერთ თათბირზე, მაშინდელმა მთავარმა არქიტექტორმა, შოთა ყავლაშვილმა ძველი თბილისის აღდგენის გეგმა წარადგინა. უნდა დაწყებულიყო ძველი უბნების რესტავრაცია. შეიქმნა არქიტექტორთა რამდენიმე ჯგუფი, რომლებმაც დაიწყეს საკითხზე მუშაობა. გაიმართა თათბირი, მოიხაზა ძველი თბილისის მიდამოები, საიდანაც რეაბილიტაცია უნდა დაწყებულიყო.
სწორედ ამ თათბირზე, თენგიზ მენთეშაშვილმა თქვა: როდესაც რაიონული მასშტაბის დღესასწაულები დასრულდება, თბილისობა, როგორც ერთგვარი შემაჯამებელი ღონისძიება ხომ არ გავმართოთო? ეს იდეა მოიწონეს და გაიცა კიდეც დავალება, სპეციალისტებს გაეკეთებინათ ღონისძიების კონცეფცია.
თბილისობის აღნიშვნა 1979 წლიდან აიწყო. საქართველოს ყველა კუთხემ ძველ თბილისში, აბანოთუბანსა და რიყეზე მოიყარა თავი. მხარეები წარმოდგენილი იყვნენ თავიანთი ანსამბლებით, სამზარეულოთი, მოწეული მოსავლითა და რეწვის ნიმუშებით.
პირველ თბილისობაზე საპატიო თბილისელის წოდება ლადო გუდიაშვილს, კონსტანტინე ილურიძეს, აკაკი შანიძესა და შუშანა ჩიქოვანს მიანიჭეს.
Hi, this is a comment.
To get started with moderating, editing, and deleting comments, please visit the Comments screen in the dashboard.
Commenter avatars come from Gravatar.