fbpx
fm.ge
No Result
View All Result
Free Media
#თავისუფალიმედია #სიმართლე
  • მთავარი
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • სამართალი
  • საინტერესოა
  • კოვიდ 19
  • მსოფლიო
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • სამართალი
  • საინტერესოა
  • კოვიდ 19
  • მსოფლიო
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Free Media
No Result
View All Result
მთავარი კულტურა

მუსიკალური სასწავლებელი როიალის გარეშე – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დახმარებას ითხოვს

by Givi Nikuradze
ოქტომბერი 22, 2020
in კულტურა
A A
მუსიკალური სასწავლებელი როიალის გარეშე – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დახმარებას ითხოვს

უმაღლესი მუსიკალური სასწავლებელი და ფაკულტეტი, რომელმაც მსოფლიოს ბევრი ვარსკვლავი აღუზარდა, ყოვლად გამოუსადეგარი ინსტრუმენტების ამარაა დარჩენილი.   განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა როიალების მხრივ, ამის შესახებ ინფორმაციას კონსერვატორიის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ.

“კონსერვატორიაში არსებულ პრობლემებს შორის როიალების პრობლემა ერთ-ერთი უმწვავესია.

fm.ge

– ეს საბჭოთა პერიოდის დანატოვარია, რომელიც არც შეკეთებას ექვემდებარება და ჩვენი ფინანსური მდგომარეობის გამო ვერც შეცვლას ვახერხებთ.

– კონსერვატორია, რომელმაც მსოფლიოს ბევრი ვარსკვლავი აღუზარდა, რომელიც დაარსებიდან დღემდე, წარმატებით აწარმოებს ამ ქვეყნის მუსიკალური კულტურის სავიზიტო ბარათს, პრაქტიკულად, ინსტრუმენტების გარეშეა დარჩენილი.

!!! ვიწყებთ დიდ კამპანიას!!!”- წერია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფეისბუქ გვერდზე.

ინტერნეტ გამოცემა “throughthenews”-ი აქვეყნებს სტატიას, რომელიც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში როიალების მდგომარეობას ეხება. სტატიაში ასახულია ობიექტური რეალობა, ავტორიტეტული პირების მოსაზრებები ასევე სტუდენტების შეხედულება და სურვილები მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.

“საშემსრულებლო ფაკულტეტზე, სადაც სტუდენტები ინსტრუმენტზე დაკვრას უნდა სწავლობდნენ, სწორედ ინსტრუმენტები, განსაკუთრებით, აუდიტორიებში განთავსებული როიალებია საგანგაშო მდგომარეობაში. არც თუ ისე რთულია ქვეყანაში ერთ-ერთი უძლიერესი ინსტიტუციის საკლასო ოთახებში კლავიშებჩავარდნილი ან უცნაური, კლავესინისებრი ჟღერადობის ინსტრუმენტების პოვნა. ეს ინსტრუმენტები ბოლოს 50 წლის წინ, საბჭოთა კავშირის დროს განაახლეს: შემოიტანეს საბჭოთა ქარხნებში “განახლებული” ინსტრუმენტები, რომლებიც დროთა განმავლობაში უნდა შეეცვალათ, ამასობაში კი საბჭოთა კავშირი დაიშალა და თბილისის კონსერვატორიას შემორჩა ინსტრუმენტები, რომლებსაც სულ რამოდენიმე წელი ჰქონდა ექსპულატაციის ვადა.” – განაცხადა კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ.

“თბილისის კონსერვატორია სახელმწიფო ბიუჯეტზე არსებული დაწესებულებაა და შესაბამისი ფინანსური დახმარების გარეშე კონსერვატორიისთვის სრულიად შეუძლებელია ინსტრუმენტებითან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება. აუციელბელია ახალი სასწავლო დანიშნულების როიალების შეძენა, რასაც კონსერვატორია საკუთარი ძალებით ვერ შეძლებს.”- აცხადებს კონსერვატორიის ახლად არჩეული რექტორი ნანა შარიქაძე.

გაზიარება

დაკავშირებული სტატია

„მაია წყნეთელის“ აღდგენილი ვერსიის ჩვენება ონლაინ გაიმართება

„მაია წყნეთელის“ აღდგენილი ვერსიის ჩვენება ონლაინ გაიმართება

ნოემბერი 13, 2020
175
ქართული მაწვნის მომზადების ტრადიციას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქართული მაწვნის მომზადების ტრადიციას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ნოემბერი 13, 2020
73

შიდა ტურიზმის წახალისების ახალი პროგარამა ბლოგერებისთვის 

ივლისი 27, 2020
115

აია სოფიაში მუსლიმთა პირველი ლოცვა შესრულდა

ივლისი 25, 2020
358
Next Post
ამირან გამყრელიძე “კორონავირუსული ინფექცია არ გაქრება არც ერთ თვეში და არც ხუთ თვეში, დაახლოებით 1 წელი, წელიწანახევარი მოგვიწევს მასთან ერთად ცხოვრება”

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო 24 საათში 131 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა

დისკუსია სტატიის შესახებ

FM.ge

#თავისუფალიმედია #სიმართლე

გვერდები

  • ბანერი
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ

კატეგორიები

  • ეკონომიკა
  • კოვიდ 19
  • კულტურა
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • ყველა სიახლე

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

12+

© 2020 FM.GE - ახალი ამბების სააგენტო

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • სამართალი
  • საინტერესოა
  • კოვიდ 19
  • მსოფლიო
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2020 FM.GE - ახალი ამბების სააგენტო