თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის
თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ყოველ კვირაში
შეზღუდვების ახალი შემსუბუქება განიხილება და
ვარაუდობს, რომ ორ-სამ კვირაში ყველა შეზღუდვა
მოიხსნება. ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძე ტელეკომპანია
პირველი არხის ეთერში საუბრობს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვების
შემსუბუქების შემდეგ შეზღუდვების ახლიდან დაწესება
აღარ გახდეს საჭირო. “არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას,
რაც ერთხელ მოგვივიდა ზაფხულში. ის, რომ ახლა
მდგომარეობა სტაბილურია, მე ვიტყოდი პირდაპირ – კარგია,
ეს არ უნდა იყოს თვითდამშვიდების საგანი და ის, რაც
მოსახლეობამ ასე თუ ისე გაითავისა მაღალი
პასუხისმგებლობა და პრევენციული ზომების დაცვის
აუცილებლობა, მხედველობაში მაქვს პირბადის ტარება,
სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ჰიგიენა. აი,
ამაზე ერთი წუთითაც არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება“, –
აცხადებს ცერცვაძე.
დისკუსია სტატიის შესახებ